ცივად მოხარშული ყავა ზაფხულისთვის!

Posted by   Mixx Mart
28/07/2020
0
ცივი ყავა ზაფხული

ცივად მოხარშული ყავის 3 რეცეპტი ზაფხულისთვის!

როგორ მოვხარშოთ ყავა ცივად:

- დაფქული ყავა - 300 გრ

- წყალი - 2 ლ

- ქაღალდის ფილტრი

ჩავყაროთ დაფქული

ყავა წყალში და 14-16 საათი შევინახოთ მაცივარში.

მიღებული ნაყენი გადავწუროთ ქაღალდის ფილტრში.

ყავა მზადაა სხვადასხვა სასმელების მოსამზადებლად.

ცივად მოხარშული ყავა იძენს საკმაოდ ძლიერ და ინტენსიურ

გემოს, ეს საშუალებას გვაძლევს შევურიოთ სხვადასხვა არომატის სასმელს, ამიტომ ხშირად

გამოიყენება კოქტეილების მოსამზადებლად.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე შთაგონებას ცხელი ზაფხულის

ცივი სასმელისთვის.

ცივად მოხარშული ყავა ლიმონათით

- ცივი ყავა - 1 პორტცია

- ლიმონათი(სპრაიტი ან ტონკი) – 1 პორცია

- ყინული

გაავსეთ მაღალი ჭიქა ყინულით.

შეავსეთ ცივად მოხარსული ყავით და ლიმონათით. კარგად მოურიეთ.

თუ ქსურთ სასმელი ფენა-ფენად დაყოთ, ყინულიან ჭიქაში ჯერ ჩაასხით ლიმონათი და შემდეგ ნელა შეავსეთ ყავით.

ცივად მოხარშული ყავა რძით

- ცივი ყავა - 1 პორტცია

- რძე – 1 პორცია

- ყინული

გაავსეთ მაღალი ჭიქა ყინულით.

შეავსეთ ცივად მოხარსული ყავით და რძით. კარგად მოურიეთ.

შეგიძლიათ დაუმატოთ სიროფი სასურველი არომატით.

ცივად მოხარშული ყავა ნაყინით

- ცივი ყავა - 1 პორტცია

- წყალი – 200გრ

- ნაყინი - 2 ბურთულა

ჭიქაში მოათავსეთ ნაყინი.

შეავსეთ ცივად მოხარშული ყავის და წყლის ნარევით. კარგად მოურიეთ.

ისიამოვნეთ!

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება