Americano - იტალიელების როლი მის შექმნაში

Posted by   Mixx Mart
17/07/2020
0
coffee americano

ყავა სახელად Americano მოიგონეს იტალიელებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში ამერიკის არმიის შემოსვლის შემდეგ.

ამერიკელი სამხედროები კაფეებში უკვეთავდნენ ყავას, მაგრამ მათ არ მოსწონდათ იტალიური Espresso-ს ზედმეტად გაჯერებული გემო და ფინჯანიც ძალიან პატარა იყო.

ამავდროულად ის სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ფილტრის ყავისგან, რომელიც იმ დროს პოპულარული იყო ამერიკაში. სამხედროები სთხოვდნენ იტალიელებს მოემზადებინათ მსგავსი ჩვეულებრივი ყავა.

სხვათა შორის, ამერიკულ არმიაში ყავას „Cup of Joe“-ს ეძახდნენ და ზოგჯერ ისინი ბარიისტას ყავის მომზადებს ზუსტად ამ სახელით სთხოვდნენ.

ამერიკელი ჯარისკაცების თხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იტალიელებმა დაიწყეს Espresso-ს განზავება

ადუღებული წყლით.

ასე გამოჩნდა Americano - ცხელი წყლის და Espresso-ს ნაზავი. დროთა განმავლობაში, სასმელმა კლასიკურად

ჩაითვალა.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

შეტყობინების დატოვება